18 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
კოხტას მთის ფერდობზე ცეცხლის კერების ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

კოხტას მთის ფერდობზე ცეცხლის კერების ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
უკვე მეორე დღეა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკური შემოწმების მიზეზით ავიაცია არ მონაწილეობს.

ართანას მცხოვრებლები ქრობის პროცესში ვერტმფრენების ჩართვას ითხოვენ, რადგან, მათი ინფორმაციით, ახალი კერები ჩნდება.

საგანგებო შტაბში კი აცხადებენ, რომ ეს საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
ამ დრომდე სტიქიის ზონაში ადგილზე რჩება 500-ზე მეტი მაშველი-მეხანძრე.

დღის ამბები