06 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქების სიმძლავრე 1 კილომდე ტროტილის ეკვივალენტური იყო

კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქების სიმძლავრე 600-დან ათასამდე გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს თვითმხილველთა დაკითხვა და უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების შესწავლა.

განიხილება ყველა სავარაუდო ვერსია: განზრახ მკვლელობა, ტერორისტული აქტი, რუსული სპეცსამსახურები, ბიზნეს-კრიმინალური გარჩევა და პირადი შურისძიება.

ტოიოტას მარკის ავტომობილი გუშინ კიევის ცენტრში, ბესარაბიის მოედანთან. ააფეთქეს. შედეგად ერთი ადამიანი, ეროვნებით ჩეჩენი თემურ მახაური დაიღუპა, რომელიც ასევე "რუსლან პაპასკირის" სახელითაა ცნობილი. ის საქართველოს მოქალაქე იყო.

აფეთქების დროს დაშავდა მანქანაში მყოფი ქალი. უკრაინული მედიის ცნობით, ის ცნობილი მოდელი ნატალია კოშელია, რომელიც დიორის სახე იყო. დაშავებული ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. აფეთქებას უვლენებლი გადაურჩა ბავშვი.

თემურ მახაური დონბასში ჩეჩნური ბატალიონის რიგებში იბრძოდა. მახაურის მკვლელობის მიზნით წარსულში მასზე სამი თავდასხმა განხორციელდა.

დღის ამბები