ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობის შტაბმა მუშაობა დაიწყო. შტაბი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალს შეისწავლის.
პარტიის წევრები ხელისუფლებას არაეფექტურ მუშაობასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მილიონობით ლარი დახარჯა აზიური ფაროსანას წინააღდეგ ბრძოლაში, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით მჟავანაძემ.