რუსთავი2 ახალი სეზონისთვის ემზადება. მთავარ არხზე ორშაბათიდან მაყურებელს ბევრი სიახლე ელოდება. დილა მშვიდობისა, საქართველო და სხვა შუადღე სხვა სტუდიებიდან იწყებენ მაუწყებლობას.
დილა მშვიდობისა საქართველო 15 წლის იუბილეს ახალი სტუდიით ხვდება.
განახლებული სტუდიით სხვა შუა დღე ახალ სეზონს იწყებს. თოქ შოუს ყველასთვის კარგად ნაცნობი ოთხი ძირითადი წამყვანი ეყოლება. თანაწამყვანები კი სტუმრებთან ერთად შეეცდებიან კვლავაც მაყურებლისთვის საინტერესო თემები განიხილონ.
ერთგული მაყურებლის მოთხოვნით, ამ სეზონზე სხვა შუა დღე ეთერში კვირაში 6 ჯერ გავა - შაბათს 12-საათიანი კურიერის დასრულებისთანავე გადაცემა ლიტერატურული რუბრიკით პირდაპირ ეთერს დაიკავებს.