გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი მანქანა შეეჯახა. მათგან ერთ-ერთი ფორდის მარკის სამარშუტო ტაქსი და სამი მსუბუქი ავტომანქანაა.
15 წლის მოზარდი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანა. რამდენიმეს კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ავტორი: ია გულიაშვილი