სოფელ ხახაბოს მიმდებარედ მთის ფერდობზე ტყის მასივში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავების პროცესი დაასრულეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, პერიმეტრი დეტალურად შემოწმდა. ადგილზე რჩება მაშველთა რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.