06 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ქარიშხალი "ირმა" ფლორიდას მიუახლოვდა - ევაკუაციის ბრძანება 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო

ქარიშხალი "ირმა" ფლორიდას მიუახლოვდა. სტიქია ამ დროისთვის შტატის სამხრეთით პატარა კუნძულებსა და მაიამის უტევს, სადაც კომენდანტის საათიც გამოცხადდა.

კუბის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ქარიშხალი შედარებით შესუსტდა, თუმცა ახლა კვლავ გაძლიერდა და მეოთხე კატეგორიის შტორმი გახდა. მისი სიჩქარე ამ დროისთვის საათში 210 კილომეტრს აღწევს.

ქარიშხალი ფლორიდას რამდენიმე საათში გადაუვლის. ევაკუაციის ბრძანება 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, თუმცა ფლორიდის გუბერნატორის განცხადებით, ისინი, ვინც ინსტრუქციას არ დაემორჩილნენ, რისკის ზონის დატოვებას ვეღარ მოასწრებენ.

სანაპიროზე ტალღების სიმაღლე რამდენიმე მეტრს არწევს. 200 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები