06 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ბირთვული გამოცდის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მეცნიერებისთვის საზეიმო მიღება გამართა

ბირთვული გამოცდის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მეცნიერებისთვის საზეიმო მიღება გამართა. ცერემონიაზე კინ ჩენ ინმა ის სპეციალისტები მიიწვია, რომლებიც ფხენიანის ბირთვულ პროგრამას ხელმძღვანელობენ.

სტუმრებს ქვეყნის ლიდერმა სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ ბირთვული პოტენციალის გასაძლიერებლად სამეცნიერო საქმიანობას გააგრძელებენ.

წვეულება ჩრდილოეთ კორეაში განათლების დღის 69-ე წლისთავს დაამთხვიეს, მას კინ ჩენ ინის მეუღლეც ესწრებოდა.

რიგით მეექვსე და ყველაზე მასშტაბური ბირთვული გამოცდა ფხენიანმა ერთი კვირის წინ ჩაატარა. ხელისუფლების მტკიცებით, მათ ბალისტიკური რაკეტისთვის მცირე ზომის ბირთვული ქობინი შეიმუშავეს.

 

დღის ამბები