06 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
ვენეციაში 74-ე კინოფესტივალის რჩეულები გამოავლინეს

ვენეციაში 74-ე კინოფესტივალის რჩეულები გამოავლინეს. მსოფლიოს უძველესი კინოფესტივალის გამარჯვებული და მთავარი ჯილდოს "ოქროს ლომის" ქანდაკების მფლობელი მექსიკელი რეჟისორის, გილიერმო დელ ტოროს ფილმი - "წყლის ფორმა" გახდა.

ცერემონიაზე დელ ტორომ ჯილდო ახალგაზრდა ლათინოამერიკელ რეჟისორებს მიუძღვნა. საუკეთესო რეჟისორის ტიტული და შესაბამისად, ვერცხლის ლომის ქანდაკება ფრანგ კსავიე ლეგრანს ერგო. ჟიურის მთავარი პრიზი ებრაელ კინემატოგრაფისტს სამუელ მაოზას გადასცეს ფილმისთვის "ფოქსტროტი."

მამაკაცებს შორის საუკეთესო მსახიობად კამელ ელ ბაშა აღიარეს, ქალებს შორის ამავე ნომინაციაში კი შარლოტ რემპლინგმა გაიმარჯვა.

დღის ამბები