18 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"მას აქვს უფლება გადაკვეთოს საზღვარი,"- თბილისში უკრაინის საელჩოსთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში უკრაინის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეები ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში თბილისში პერმანენტული აქციები დაიწყოს.

"მას აქვს უფლება გადაკვეთოს საზღვარი, აქვს კანონიერი უფლება რომ იბრძოლოს და აქვს იმის უფლება რომ საქართველოში დაბრუნდეს ძალიან მალე. იმ შემთხვევაში თუ მას რაიმე საშიშროება დაემუქრება, ამას საზოგადოება არ აპატიებს არც პოროშენკოს, უკრაინელი ხალხი და არც საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხი,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღის ამბები