შავნაბადას მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ურთულეს რელიეფზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 700-მდე თანამშრომელმა სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში აწარმოა. ამ დროისთვის, ნახანძრალი ტერიტორია ცოცხალმა ძალამ უკვე დაამუშავა, ადგილები დეტალურად გადაისინჯა და მეტყევეებს გადაეცა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე დარჩება მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. პრევენციული ღონისძიებები და მონიტორინგი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.