სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ ორჭოსანში ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარ მიწის ფართობს უკიდია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი ოკუპირებულ ორჭოსანში გაჩნდა და შემდეგ ცეცხლი ხურვალეთის მხარეს გადმოვიდა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელ სახლებზე არ არსებობს, რადგან ცეცხლი მინდორში ბალახს უკიდია. სახანძრო ბრიგადები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.