ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. პოლონურმა დელეგაციამ სახლ-მუზეუმს წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გადასცეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი.