18 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
სოციალურად დაუცველების რაოდენობის ცვლილება არჩევნების მოახლოების მიხედვით

ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოში სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა 36 ათასით გაიზარდა. ეს ტენდენცია რადიკალურად იცვლება არჩევნების ჩატარების შემდეგ.

2015 წლის მაისში სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა და ბენეფიციართა რიცხვი 87 ათასით შემცირდა, თუმცა, კრიტერიუმების მიუხედავად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სოციალურად დაუცველთა რიცხვს 167 ათასი ადამიანი შეემატა. არჩევნების შემდეგ მათი რიცხვი 60 ათასით შემცირდა და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კვლავ სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

მსგავსი ცვლილებებისა და ტენდენციების გამო, სოციალურ დახმარებას მრავალი გაჭირვებული ადამიანი კარგავს და მხოლოდ არჩევნების წინ აქვს მისი დაბრუნების შანსი.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები