06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
ფლორიდაში ქარიშხალი "ირმა" მძვინვარებს

ფლორიდაში ქარიშხალი "ირმა" მძვინვარებს. ქალაქ მაიამიში ქუჩები წყლით არის დაფარული. მოგლეჯილია ხეები. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 3 მილიონზე მეტი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ შტორმის სიძლიერე მეხუთე კატეგორიიდან მეორემდე შემცირდა, "ირმა" დამანგრეველი ძალით ქალაქ ტამპასკენ მიემართება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 6 მილიონამდე ადგილობრივი მოსახლის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ათასობით ადამიანმა ღამე სპეციალურ თავშესაფრებში გაატარა. პარალელურად, შტატის დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

წყნარი ოკეანის თავზე წარმოქმნილ ყველაზე ძლიერ ქარიშხალს კარიბის ზღვის ქვეყნებში უკვე 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები