06 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ყველაზე სისხლიანი ტერაქტიდან 16 წელი გავიდა

დღეს 16 წელი გავიდა აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ყველაზე საზარელი ტერორისტული ოპერაციიდან. ამ დღეს 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა ორი თვითმფრინავი ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს შეაჯახეს, რასაც 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2001 წლის 11 სექტემბერი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერაქტის სახელით შევიდა. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ ტერაქტს დაგმობენ დღეს თბილისშიც.

"ამერიკის მეგობართა კლუბის" წევრები ,აქციით - "თავისუფლების ხე" , საქართველოს სახელით ამერიკელ ხალხს სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ. აქციის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრები ხეს დარგავენ, რითაც სიმბოლურ მხარდაჭერას და თანადგომას გამოუცხადებენ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

დღის ამბები