06 ოქტომბერი 2024,   18:31
ვრცლად
წყალდიდობა იტალიაში - დაღუპულია 6 ადამიანი

6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წყალდიდობას იტალიაში. ქალაქ ლივორნოში მაშველები 3 დაკარგულს ეძებენ. გადაუღებელი წვიმების გამო, ქუჩები წყლით დაიტბორა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საგანგაშო ვითარება ტოსკანას რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.

მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი.

დღის ამბები