06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
„ირმა" ფლორიდის შტატს უტევს - რეგიონში დონალდ ტრამპი მიემგზავრება

დამანგრეველი ქარიშხალი „ირმა" ფლორიდის შტატს უტევს. დატბორილია ქუჩები. წყლის დონე ზოგან ერთ მეტრს აჭარბებს. სტიქიამ უკვე გადაუარა მაიამის. დატბორილია ქალაქის ფინანსური ცენტრი.

ქარიშხალმა "ირმამ" ფლორიდის შტატში 3 ადამიანი იმსხვერპლა. 3 მილიონ ნახევარ საცხოვრებელ ბინას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სანაპირო რაიონებიდან 6 მილიონზე მეტ ადგილობრივს ევაკუაცია უბრძანეს.

რეგიონში მიემგზავრება დონალდ ტრამპი, რომელმაც ფლორიდა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. 

"ირმას" შედეგი უჩვეულო აღმოჩნდა ქალაქ ტამპასთვის. ძლიერმა ქარმა სანაპიროდან წყალი გაიწოვა.

„ირმა" ამ დროისთვის, შტატის ცენტრალური რაიონებისკენ გადაადგილდება და რამდენიმე საათში ჯორჯიის სანაპიროსაც მიაღწევს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები