18 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ხმაური სამეგრელოში - მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. მათი თქმით, მავნებელმა თხილის და სიმინდის მოსავალი მთლიანად გაანადგურა და მოსახლეობაც შემოსავლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივები სახელმწიფოსგან დახმარებას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, სწორედ ხელისუფლების დაგვიანებული მოქმედებების გამო, ვერ მოხერხდა ეფექტური პრევენციული ზომების გატარება.

მოსახლეობის ინფორმაციით, სასოფლო ნაკვეთები ამ დროისთვის 8-ჯერ უნდა ყოფილიყო შეწამლული, თუმცა, მათი ინფორმაციით, შეწამვლა მხოლოდ 2-ჯერ განხორციელდა.

დღის ამბები