ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ კომახიძე დაშავდა.
დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება. კაპრალს სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ.