18 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
დაპირისპირება სოციალურ მუშაკებთან - 3 არასრულწლოვანის დედა ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის

სოციალურ აგენტებთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, 3 არასრულწლოვანის დედა ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. მელანი უფლისაშვილი ამტკიცებს, რომ სოციალურმა მუშაკებმა მისი შვილები დროებით თავშესაფარში უკანონოდ გადაიყვანს და ბავშვების ჩამორთმევის რეალური მიზეზი არა მშობლის მიერ არასრულწლოვნებზე ძალადობა, არამედ მძიმე სოციალური პრობლემები იყო.

მელანო უფლისაშვილი ყვება, რომ სოციალური დახმარება ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ შეუჩერა, ოჯახი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც ბავშვები სოციალურმა მუშაკებმა თავშესაფარში გადაიყვანეს.

მელანო უფლისაშვილი იმ დღესაც იხსენებს, როდესაც მისი სახლიდან, პატრულის დახმარებით, სოციალურმა მუშაკებმა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი წაიყვანეს. სოციალური მუშაკების მტკიცებით, მელანო უფლისაშვილი მათ ფიზიკურად გაუსწორდა. თავად უფლისაშვილი ამბობს, რომ მას არავინ უცემია. 

ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ დედა შვილებზე ძალადობდა, ამ ფაქტს მეზობლებიც ადასტურებენ და ბავშვები თავშესაფარში ამის გამო გადაიყვანეს.

არასრულწლოვნების დედა ბავშვების დაბრუნებასთან ერთად სოციალური დახმარების აღდგენასაც ითხოვს.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები