18 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს და სააკაშვილის მხარდამჭერებს შეგინის გამშვებ პუნქტზე საკუთარ ნივთებს არ უბრუნებენ

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად საზღვრის გადაკვეთის დროს მყოფი პირები, მათ შორის, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები, შეგინის გამშვებ პუნქტზე უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან. მათ პირად ნივთებსა და დოკუმენტებს არ უბრუნებენ.

გუშინ განვითარებულ მოვლენებზე მათგან ახსნა-განმარტების დაწერას ითხოვენ. მუხლი, რომლის მიხედვითაც მათ ბრალი წარედგინათ, ითვალისწინებს ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები დუმილის უფლებას იყენებენ.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებას იმ 60 კაცის სია აქვს, რომლებიც პოლონეთი-უკრაინის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის გამო უნდა დაიკითხონ. პეტრო პოროშენკომ დღეს ღიად მიანიშნა, რომ ქვეყნის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის მთავარი ფიგურანტების წინააღმდეგ ხელისუფლება რადიკალური იქნება. თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის დაკავებასაც არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამისთვისაც მზად არის.

დღის ამბები