06 ოქტომბერი 2024,   18:31
ვრცლად
ქარიშხალი "ირმა" ჯორჯიის შტატისკენ მიემართება - ფლორიდაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ფლორიდაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქარიშხალს "ირმა" შტატში 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე თავშესაფრებში რჩება ათობით ათასი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობის სახლებში დაბრუნებას შესაძლოა, რამდენიმე კვირა დაჭირდეს.

ელექრტოენეტგიის გარეშეა დარჩენილი 6 მილიონზე მეტი ადამიანი. ადგილობრივ აეროპორტებში 800-მდე რეისი გადაიდო. ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქი მაიამი.

წყლითაა დაფარული ორლანდოში ქუჩები. მე-5 კატეგორიის ქარიშხალმა "ირმა", რომელმაც კარიბის ზღვის ქვეყნებში 37 ადამიანი იმსხვერპლა, ძალა ნაწილობრივ დაკარგა.

ტროპიკული შტორმი ამჯერად ჯორჯიის შტატისკენ მიემართება.

დღის ამბები