18 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
სტიქია კახეთში - ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა 7 სოფელი დააზარალა

სტიქია იყო კახეთში. ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა თელავისა და ლაგოდეხის რაონებში 7 სოფელი დააზარალა. სეტყვამ გაანადგურა ხეხილი, ვენახები და ბოსტნეული კულტურა. ძლიერი ქარის შედეგად, მთლიანად აქვს გადახდილი სახურავი გრიშიკაშვილების საცხოვრებელ სახლს.

მოსახლეობის ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ზარალის შესწავლას შესაბამისი კომისია დღეს დაიწყებს.

დღის ამბები