წყნეთში ხეების ჭრა გაგრძელდება. ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარე სამუშაოებს მოსახლოება აპროტესტებდა, დღის ბოლო გამწვანების სამსახურის წარმადგენლები მივიდნენ. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, 10 ხე წესების სრული დაცვით და ნებართვის ფარგლებში მოიჭრა და იგივე ბედი ადგილზე კიდევ 1500 მცენარე ელის.
სამუშაოებს ადგილზე მონიტორინგს პარტიზანი მებაღეები გაუწევენ.
"ვთვლი, რომ აქედან ნაწილის გადარჩენა შეიძლებოდა, ეს მოხდა არასწორად და ასე ტერიტორიის მთლიანად მოტიტვლება უკვე აუდაბურებს ამას, ისევ არასწორად ხდება," - განაცხადა მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელმა, ნატა ფერაძემ.