06 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
სევასტოპოლში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ევროკავშირი არ ცნობს

სევასტოპოლში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ევროკავშირი არ ცნობს. განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ევროკავშირი არ სცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, შესაბამისად ის არ ცნობს ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ არჩევნებს," - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ევროპკავშირი ურყევია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში.

რუსეთში ადგილოობრივი ხელისუფლების არჩევნები 10 სექტემბერს ჩატარდა. ხმის მიცემის პროცესი ოკუპირებულ სევასტოპოლშიც მიმდინარეობდა.

დღის ამბები