18 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების დაკავებები დაიწყო

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და მასობრივი დაკავებები დაიწყო - ამ განცხადებას  უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ახლა ჩერკასში ჩვენი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის მათ შორის იყო, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შემოჰყავდა. ამ წუთებში ის ლვოვში მიჰყავთ. გუშინ ასევე ივანო ფრანკოვსკში დააკავეს, ჩვენი თანამოაზრე ალექსანდრე ბურცევი, რომელიც ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა კვირას მომხდარ მოვლენებში,“ - წერს საყვარელიძე.

დავით საყვარელიძე უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს დაკავებულები.

დღის ამბები