18 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ინციდენტი ქობულეთში - ოთხი ახალგაზრდა შსს-ს თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ინციდენტი ქობულეთში - გვიან ღამით 4 ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულები ყვებიან, რომ ისინი სანაპიროზე სეირნობდნენ, რა დროსაც მათ "პიკაპის" ტიპის ავტომანქანა მიუახლოვდა, იქიდან გადმოსულმა ათამდე ადამიანმა კი, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები სამართალდამცავი ორგანოს, კონკრეტულად კი, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს პირების იდენტიფიცირება.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები