საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლებას განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსმა ხნულმა 2 დღის წინ გაჩენილი ხანძარი ვერ შეაკავა და ცეცხლი ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს გავრცელდა, ოკუპანტები მაინც ახდენენ მის განახლებას.
პერიმეტრზე დღეს ორი ტრაქტორი მუშაობდა. ფაქტი მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებმა პატრულირებისას დააფიქსირეს.