ნინო ხვიტიამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით დღეს ჩვენება სასამართლოში მისცა. ირაკლი ფირცხალავას მეუღლის დაკითხვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ნინო ხვიტიამ სასამართლოში დღეს ის ვიდეო და აუდიო მასალა წარადგინა, რომელზეც მისი ინფორმაციით, მთავარ მოწმესთან საუბარია ასახული.
ირაკლი ფირცხალავას მეუღლის განცხადებით, კობა გოგატიშვილი ამ ჩანაწერებში მთავარი პროკურორის მოადგილეს ზეწოლასა და ლიკვიდაციის მუქარაში სდებს ბრალს.
„მოსატყუებელი და დასამალი არაფერი არ გამაჩნია. აბსოლუტურად სიმართლეა ყველაფერი, რაც ჩემგან იქნება თქმული. წარვადგენ ჩანაწერს, რაც მე გამაჩნია, დარეკვის ზარი და მანქანაში ჩანაწერი,“ - განაცხადა ნინო ხვიტიამ.
მისი თქმით, კერძო ექსპერტიზის ჩატარებასაც გეგმავს.
„ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს. მთავარი მოწმე ყვება ბევრ ისეთ რაღაცეებს, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,“ - განაცხადა ხვიტიამ.