06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
მიმდინარეობს მასობრივი დაპატიმრებები, აკავებენ მათ, ვინც გამშვებ პუნქტზე საერთოდ არ ყოფილა - იური დერევიანკო

სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლვოვში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების დაკავების ფაქტს, უკრაინელი დეპუტატები ეხმაურებიან. რადას წევრები მომხდარს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ.

უკრაინის პარლამენტის წევრის იური დერევიანკოს განცხადებით, საზღვრის უკანონო კვეთა არ მომხდარა. მისივე თქმით, სამართალდამცველები აკავებენ იმ პირებსაც, ვინც საზღვართან საერთოდ არ ყოფილა. 

„ამჟამად მიმდინარეობს ხალხის მასობრივი დაპატიმრებები, აკავებენ მათ, ვინც გამშვებ პუნქტზე საერთოდ არ ყოფილა, ისინი უბრალოდ ახლოს იყვნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ხალხმა დაარღვია კანონი, თითქოს მათ გაარღვიეს საზღვარი, რაც სიმართლე არ არის. ნამდვილად შეიქმნა გამშვებ პუნქტზე ცუდი სიტუაცია. ხელისუფლებამ დანაღმა ან უბრალოდ ვინმემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერიტორია იყო დანაღმული. მივმართეთ ხელისუფლებას, მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც იმყოფებოდნენ ავტობუსში, გავავრცელეთ განცხადება, რომ მომხდარიყო ევაკუაცია. ვიცით, რომ თუ ასეთი რამ ხდება, საზღვარი ორივე მხრიდან იბლოკება. კანონი ითვალისწინებს ევაკუაციის განხორციელებას. არანაირი საზღვრის უკანონო კვეთა არ მომხდარა,“ - განაცხადა უკრაინის პარლამენტის წევრმა იური დერევიანკომ.

დღის ამბები