30 სექტემბერი 2024,   15:41
ვრცლად
როგორი იქნება Apple-ის ახალი პროდუქტი - iPhone8 - მედიაში გავრცელებული დეტალები

Apple ახალი iPhone8-ის პრეზენტაციას დღეს გამართავს, თუმცა, პრეზენტაციამდე მედიაში ტელეფონის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

დასავლური გამოცემები წერენ, რომ ახალი პროდუქტის სიგრძე, დაახლოებით, 14,7 სანტიმეტრი იქნება. iPhone8-ს, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, მეტალის გვერდების ნაცვლად, კუთხეებზეც ეკრანი ექნება. Apple-ის ტელეფონს, ისტორიაში პირველად, Home ღილაკი არ ექნება.

ასევე საუბარი იმაზე, რომ Apple ორ მოწყობილობას ერთად გამოუშვებს - iPhone8-სა და iPhone8 Plus-ს.

ახალი პროდუქტების პრეზენტაციამდე 4 საათზე ნაკლები რჩება. 

დღის ამბები