06 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
როუმინგის ტარიფი შესაძლოა, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც გაუქმდეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შემდეგ, როუმინგის ტარიფი შესაძლოა, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც გაუქმდეს.

15 ივნისიდან ევროკავშირის ქვეყნებში როუმინგის ტარიფები გაუქმებულია და მოქალაქეებს შეუძლიათ, ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე იმოგზაურონ, რომ როუმინგში დამატებითი თანხა არ გადაიხადონ.

ასევე, შესაძლებელი მიეცემათ, ისარგებლონ იმავე ტარიფით, რაც სამშობლოში ჰქონდათ.

ახლა ევროკავშირი ამ ცვლილების ამოქმედებას მის აღმოსავლელ პარტნიორებთან - საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან გეგმავს.

დღის ამბები