მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს დემირელის სკოლის ავტორიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება. შეკრების ორგანიზატორები მოსწავლეების მშობლები არიან.
მათი განმარტებით, ბავშვების ბედი ამ დრომდე უცნობია, დაპირების მიუხედავად არ მომხდარა მათი გადანაწილება სხვა სასწავლო დაწესებულებებში.
აქციის მონაწილეები დახურვის ალტერნატივად ხელისუფლებას სკოლისთვის სახელის შეცვლას სთავაზობენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი შესაძლოა პროტესტს პერმანენტული ხასიათი მიეცეს.
„ვითხოვთ, რომ კოლეჯის შენობას მოეხსნას ყადაღა, დაჩქარდეს ავტორიზაცია, ოღონდ ახლა სხვა სახელით. თუ რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდა, ჩვენ ისევ ისე გავაგრძელებთ ამ აქციას,“-განაცხადა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლის მშობელმა ეკა ჩიტაშვილმა.