06 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ცრუ განგაში ბარსელონაში - საეჭვო ავტომობილში ნაღმი არ აღმოჩნდა

ცრუ განგაში ბარსელონაში - სამართალდამცველებმა ცნობილი საგრადა-ფამილიას სასწრაფო ევაკუაცია მას შემდეგ მოახდინეს, რაც ტაძრის მახლობლად საეჭვო ავტომობილი შენიშნეს. პოლიციამ ტერიტორია გადაკეტა.

ადგილზე ანტი-ტერორისტული სამსახური იყო მობილიზებული. გამნაღმველთა რაზმმა ავტომობილში, ისევე როგორც ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვერანაირი საეჭვო ნივთი ვერ აღმოაჩინა.

გასული თვის ტერაქტების შემდეგ ესპანეთში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.

დღის ამბები