ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა.
მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ორივე ბრალდებულმა პატიმრობის შეცვლა ოჯახური მდგომარეობის გამო მოითხოვა. ჩხვირკვიამ ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მიზეზით, ღოღებერიძემ კი იმ მოტივით, რომ თვითონ არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
ბათუმში არეულობის ორგანიზების ბრალდებით ისინი უკვე 4 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა ბრალს და ერთმანეთთან კავშირს უარყოფენ.