19 მაისი 2024,   00:00
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაშავებულია სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე. ავტოსაგზაო შემთხვევა რესტორან "გრანდ პალასის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილი. სამივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დღის ამბები