დემირელის სკოლის ავტორიზაციის და შენობის ყადაღის მოხსნის მოთხოვნით კანცელარიასთან მოსწავლეების მშობლები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებას სკოლის დახურვის ალტერნატივად, სკოლისთვის სახელის შეცვლას სთავაზობენ, რათა მათმა შვილებმა იგივე პირობებში შეძლონ განათლების მიღება.
მშობლებს დღის ბოლოს კანცელარიაში ფინანსთა სამინისტროს და საშემოსავლო სამსახურის წარმომადგნლები შეხვდნენ, რომელთაც მათი მოთხოვნები გააცნეს, თუმცა მათი განმარტებით, სრულყოფილი შეთანხმება ვერ მოხერხდა.
მშობლები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციებს პერმანენტულ ხასიათს მისცემენ.