18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ე.წ. კორტების საქმე - გამოძიების ფარგლებში ირაკლი ფირცხალავას შვილი დაიკითხა

კორტების საქმის მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში, დღეს ირაკლი ფირცხალავას შვილი დაიკითხა. პროკურატურას ისიც უნდობლობას უცხადებს და გამომძიებლებს ჩვენებები მანაც მოსამართლის თანდასწრებით მისცა.

ირინა ფირცხალავას ე.წ. კორტების საქმის მთავარი მოწმე ზეწოლაში ადანაშაულებს. საქმე მოწმე გოგატიშვილზე ზეწოლისა და მოსყიდვის მუხლით ჯერ კიდევ 2017 წლის თებერვალში აღიძრა, თუმცა უცნობია, რატომ დაიწყო პროკურატურამ 7 თვის დაგვიანებით ფირცხალავას ოჯახის წევრების დაკითხვა, რომლებიც კობა გოგატიშვილის განცხადებით, მას ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

დღის ამბები