„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ლიდერი, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე იმყოფებოდა. გიორგი ვაშაძე სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
3 შვილიანი ოჯახი, წლების განმავლობაში ნაქირავებ ავტოფარეხში ცხოვრობდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს, ისინი ყოველთვიურად ქირის გადახდას ვერ ახერხებდნენ, ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და სხვაგან გადასულიყო.
დიასახლისის, თინათინ კორაშვილის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე ისინი რამდენიმე დღეა გადმოვიდნენ, აქაც იჯარით. 3 შვილიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა.