18 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ - სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ავიაციის მეშვეობით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში არსებული ფართობები და სიმინდის ნათესები შეიწამლა. სამეგრელო-გურიის საზღვარზე ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ავიაციის გამოყენება, ეტაპობრივად დამუშავდება.

უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა აუცილებელია, ამის შესახებ მოსახლეობას მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გააფრთხილებენ.

„წინასწარ იქნება შერჩეული ის ადგილები, სადაც იმუშავებს ავიაცია. დაგეგმილი ფართობები დამუშავდება სრულად, მავნებლის განადგურებამდე,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ.

იქ, სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით გრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები