ჰოლივუდის ვარსკვლავები, მსახიობები, მომღერლები და ცნობილი სატელევიზიო წამყვანები სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გაერთიანდნენ.
საქველმოქმედო ტელემარათონის ფარგლებში, მოქალაქეების ზარებს ვარსკვლავები ერთი საათის განმავლობაში პასუხობდნენ. პირდაპირ ეთერში მარათონი ერთდროულად ABC-მ, CBS-მ, NBC-მ და Fox-მა გადასცა.
აქციის მიზანი თავდაპირველად ქარიშხალ ჰარვის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ფულის შეგროვება იყო, თუმცა შეგროვებულ თანხას მეორე სტიქიის, ირმას შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლადაც გამოიყენებენ.
ამ დროისთვის ზარალი 180 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ათობით ადამიანი კი, უსახლკაროდ არის დარჩენილი.
ტელე მარათონის შედეგად სტიქიისგან დაზარალებულთა დასახმარებლად სულ 44 მილიონი დოლარი შეგროვდა.