18 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა, პროფკავშირების თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან პროფკავშირების ყრილობის დელეგატებს საჯაროდ განუცხადა.

დავით ოქიტაშვილმა განმარტა, რომ კანდიდატურას ხსნის, რადგან მისი მთავარი მიზანი არა თავმჯდომარეობა, არამედ ირაკლი პეტრიაშვილი თავმჯდომარეობის პოსტიდან ჩამოშორება იყო. მას ასევე სურს დელეგატებს დაუმტკიცოს, რომ სახელისუფლებო კანდიდატი არ არის.

„ჩემთვის მთავარი სკამი არ ყოფილა. მე იმ სკამზე დასკოჩილი არასოდეს არ ვყოფილვარ მე ვარ ბედნიერი, რომ არ ხელოვნების პროფკავშირების თავმჯდომარე და მე ვარ ბედნიერი, რომ ვარ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი. მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა და დარწმუნდით, რომ მთავრობა ჩემზე არ მუშაობდა,“ - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა პროფკავშირების საქმიანობაში არ ერევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები