ხულოში, შავნაბადას მთაზე, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძარი იყო, დღეს ისევ დაკვამლიანება შეინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძრის კერები არ არსებობს, თუმცა, მონიტორინგის მიზნით ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარიძე, აცხადებს, რომ ადგილზე ახლა სიტუაციას სწავლობენ და ხანძრის არსებობის შემთხვევაში, მისი სასწრაფო წესით ლიკვიდირებისთვის ყველა ღონეს იხმარენ.
„ამ ეტაპზე არ ფიქსირდება ბევრი კერა, სულ 2-3 კერა არის, უმნიშვნელო კერებია, ძალიან მალე შევისწავლით, უკვე გვექნება საბოლოო სურათი,“ - განაცხადა ზურაბ პატარიძემ.