წყალი, გაზი, ელექტროენერგია და კანალიზაცია- ეს ის პრობლემებია, რომელიც გლდანში თეთრი ტბის დასახლების მაცხოვრებლებს აწუხებთ. სწორედ ამ პრობლემების მოგვარების მოთხოვნით დღეს გიორგი ვაშაძე თეთრი ტბის დასახლების მცხოვრებლებთან ერთად გლდანის გამგეობაში მივიდა და გამგებელთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა დიმიტრი ორმოცაძემ მათთან შეხვედრა არ ისურვა.
“ვწერთ წერილებს 2 თევა ამ უნამუსო გამგებელს და პასუხებსაც კი არ იძლევა ნორმალურს. ხალხს აინტერესებს როდის იქნება ეს პრობლემები მოგვარებული. იქნება ხვალ ზეგ, ერთ თვეში. გამგეობები უნდა გაუქმდეს და ესეთი გამგებლები, როგორიც არის დიმიტრი ორმოცაძე, არ უნდა იყვნენ საერთოდ სამსახურში“ - განაცხადა პოლიტიკური ერთობა ”ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ.