მამკოდას მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი ბალახს, ბუჩქებსა და ჯუჯა ხეებს გაუჩნდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
როგორც „რუსთავის 2“-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ტყის მასივში არ გავრცელებულა.
ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობს. რამხელა ტერიტორია დაიწვა ხანძრის შედეგად, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 2000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.