06 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ყველამ უნდა დავგმოთ მოქალაქეობის უმიზეზოდ ჩამორთმევა - ბრიტანელი დეპუტატი სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე ბრიტანელმა დეპუტატმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ჩარლს ტენოკი ამ თემას სიტყვით გამოსვლის დროს შეეხო და ევროპარლამენტარებს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების დაგმობისკენ მოუწოდა.

ბრიტანელმა დეპუტატმა უკრაინის ლიდერის გადაწყვეტილებას უსამართლო ნაბიჯი უწოდა.

„მინდა წამოვწიო საკითხი, რომელიც კომიტეტის წინაშე არ დაყენებულა. ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიშა სააკაშვილის ბოლოდროინდელი საქმე, რომელსაც ჩემი აზრით, პეტრო პოროშენკომ უსამართლოდ ჩამოართვა მოქალაქეობა. მას ადანაშაულებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ქართულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ ვერ ვხედავ რა კავშირი აქვს ამას უკრაინის სახელმწიფოსთან. ჩემი აზრით, თუ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უკრაინაა, ყველამ უნდა დავგმოთ მოქალაქეობის უმიზეზოდ და არაგამჭვირვალედ ჩამორთმევა,“ - განაცხადა ჩარლს ტენოკიმ.

დღის ამბები