18 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. პროფკავშირების ყრილობაზე დელეგატების ხმები რამდენიმე წუთის წინ დათვალეს. ირაკლი პეტრიაშვილმა 139 ხმა მიიღო, ხოლო ამირან ზენაიშვილმა - 62. 2 ბიულეტინი გაბათილდა.

”საქართველოს პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა, რომ ის არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება. მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, ამ ადამიანებმა გაუძლეს გაუსაძლისს და დააფასეს ის შრომა და ღვაწლი, რაც მე ჩემმა ოჯახმა და ჩემმა აღზრდამ მომცა. ის სიბინძურე, რაც ტელევიზიების მეშვეობით ხორციელდებოდა, ამ ხალხმა ჩემ მშობლებს უთხრეს, რომ ნაგავი არ გაუზრდია და გაზარდეს კაცი და მადლობა ამ დელეგატებს,“ - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას რამდენიმე საათით ადრე, კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი საკუთარი ნებით გამოეთიშა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები