18 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ქეთი დოლიძის სამომავლო გეგმები - რეჟისორი ასპარეზად მოსკოვს ან ლონდონს აირჩევს

2 კვირიანი ხმაურის და წინააღმდეგობის შემდეგ ქეთი დოლიძემ საკუთარი კაბინეტი არაორდინალურად დაცალა. ცნობილმა რეჟისორმა მედიას ჯერ პირადი ნივთების ფანჯრიდან გატანა აჩვენა, რამდენიმე საათიანი პაუზის შემდეგ კი, თავადაც გამოჩნდა კამერებთან და კითხვებს უპასუხა. თეატრი, რომელშიც ცხოვრების და კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა, მისთვის ახლა წარსულია - ქეთი დოლიძე ახალ ასპარეზად, როგორც თავად ამბობს, მოსკოვს ან ლონდონს აირჩევს.

თეატრს კი, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და სავარაუდოდ გათავისუფლებულ კაბინეტს ის მომავალ კვირას დაიკავებს, თუმცა დოლიძე დარწმუნებულია, კულტურის მინსტრმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე თეატრიდან გაუშვა და მის ნაცვლად სხვა დანიშნა.

40 წლის შემდეგ ქეთი დოლიძისთვის თუმანიშვილის თეატრიც წარსული გახდა. რეჟისორი მოწვევის შემთხვევაშიც აღარ აპირებს თეატრში სპექტაკლები დადგას. ამბობს, რომ წყენას ვერ დაივიწყებს. 

დღის ამბები