ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ოკამთან. ცენტრალურ მაგისტრალზე ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა, თუმცა მას სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს.
დაშავებული იმ ავტომობილის მძღოლია, რომელიც შეჯახების შედეგად ამოყირავდა, მძღოლის გამოყვანა კი მანქანიდან საპატრულო პოლიციამ და სხვა ავტომობილების მგზავრებმა შეძლეს.
ავტო საგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ სისწრაფის გადაჭარბებაა.